Sunday, April 13, 2014

სასწავლო პროექტი

1. პროექტის სახელწოდება: უილიამ შექსპირის შემოქმედება ქართულ ხელოვნებაში/თეატრსა და კინოში/



2. პროექტის მთავარი იდეა: შევისწავლოთ ინფორმაცია შექსპირის შემოქმედების შესახებ. ამის შემდეგ მოსწავლეებს ევალებათ მოიძიონ მასალა შექსპირის შემოქმედების როლის შესახებ ქართულ თეატრსა და კინოში.



3. პროექტის აქტუალობა: საჭირო ინფორმაციისა და მასალის მომზადება, რათა მოსწავლეებს განუვითარდეთ დამოუკიდებლად კვლევა ძიების უნარ-ჩვევები, დამოუკიდებელი აზროვნების ჩამოყალიბების უნარ-ჩვევები.



4. პროექტის მიზნები: მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას, უვითარდებათ დამოუკიდებლად კვლევა-ძიების, დასკვნების გაკეთების უნარ-ჩვევები. გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს.



5. მოსწავლეთა ასაკი: 13-14 წელი.

 6. ვადები/ხანგრძლივობა: 10 დღე.

 7. მოსალოდნელი შედეგები, პროდუქტი რაც შეიძლება შეიქმნას:
·         მოსწავლეები მოიპოვებენ ინფორმაციას შექსპირის შემოქმედების შესახებ ქართულ თეატრსა და კინოში.
·         განუვითარდებათ ცხოვრებისათვის მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები.
·         გაიმდიდრებენ ცოდნას, ისწავლიან ელექტრონული პრეზენტაციის კეთებას და წარდგენას.



8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსი: წიგნი, კომპიუტერი, ინტერნეტი.

9. პროექტის მსვლელობა:

აქტივობა 1.მოსწავლეები იყოფიან ჯგუფებად

 აქტივობა 2. თემის შერჩევა და დავალებების განაწილება ჯგუფებში.

აქტივობა 3. ინფორმაციის მოპოვება წიგნებსა თუ ინტერნეტში.

 აქტივობა 4. მოპოვებული ინფორმაციის დამუშავება, ჯგუფის მიერ პრეზენტაციისთვის  დიზაინის შექმნა.

აქტივობა 5. პრეზენტაციის წარდგენა.

აქტივობა 6. პროექტის შემაჯამებელი შეფასება.

კრიტერიუმები.
დაბალი
საშუალო
მაღალი

ჯგუფური მუშაობა         
მოსწავლე არის პასიური არ ერთვება ჯგუფურ მუშაობაში.
მოსწავლე ჩართულია ნაწილობრივ.
მოსწავლე აქტიურად არის ჩართული მუშაობაში.

პრეზენტაცია  
პრეზენტაცია უხარისხოა, ვიზუალურად არ არის გაფორმებული.
პრეზენტაცია ადეკვატურია, გაფორმებულია
მაგრამ პრეზენტატორი უინტერესოდ წარმოადგენს,
უშვებს შეცდომებს.
პრეზენტაცია კარგია, ვიზუალურად ლამაზია. პრეზენტატორი ინფორმაციას საინტერესოდ და ხარისხიანად წარმოადგენს.

საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:

უცხ.დ.III.8 მოსწავლეს შეუძლია მარტივი წერითი კომუნიკაციის განხორციელება.

უცხ.დ.III.6. მოსწავლეს შეუძლია ილუსტრირებული ტექსტების გაგება და მათში ინფორმაციის მოძიება.

ს. გ.  III.12. მოსწავლეს შეუძლია ინფორმაციის ამოცნობა კულტურის სფეროდან, უცხო და მშობლიური სოციოკულტურული გარემოს ერთმანეთთან შედარება.

ისტ.VIII.18.  მოსწავლეს შეუძლია საზოგადოების კულტურის საფუძვლების კვლევა.

პროექტის ხელმძღვანელი:  რუსუდან ბასილაიშვილი.


ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: rusudanbasilaishvili@gmail.com